• Geo
  • Eng
04.06.2015
ახალგაზრდულმა საქართველომ სან მარინოს აჯობა

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2017- ის პირველი შესარჩევი მატჩი წარმატებით ჩაატარა და პირველი 3 ქულაც ჩაიწერა. ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებს სამი უპასუხო გოლით მოუგო. მე- 6 ჯგუფის შეხვედრა ჯვაროსანთა უპირატესობით წარიმართა. შეხვედრაში ოთხივე გამოძახებულმა დინამოელმა (ოთარ კაკაბაძე- კაპიტანი, მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე და გიორგი პაპუნაშვილი ) ბოლომდე იასპარეზა. მესამე გოლი სან მარინოს კარში გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024