• Geo
  • Eng
04.06.2015
19 წლამდელებმა თურქეთი დაამარცხეს

თბილისში 19 წლამდე ფეხბურთელთა A ჯგუფის ელიტრაუნდის შეხვედრები მიმდინარეობდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჯგუფის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. გიორგი დევდარიანის კრებულმა 2:1 აჯობა მეტოქეს. ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველმა- ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც აქტიური გახლდათ, 90 წუთი იასპარეზა ჯვაროსანთა შემადგენლობაში. საბოლოოდ პირველი ადგილი და ევროპის ჩემპიონატის საგზური ესპანელმა ახალგაზრდებმა მოიპოვეს, რომლებმაც პორტუგალიას გადამწყვეტ მატჩში 4:0 მოუგეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024