ალექსანდრე იაშვილი 18 წლიანი განშორების შემდეგ დინამოში დაბრუნა. თბილისური გუნდის ვეტერანი დინამოს ღირსებას 1993-97 წლებში იცავდა. „იაშკას“ დინამოს მაისურით 89 მატჩი აქვს ჩაატარებული და გატანილი აქვს 84 გოლი. მოგებული 3 ჩემპიონატის, 3 საქართველოს თასის და 2 სუპერთასის შემდეგ ალექსანდრე იაშვილმა კარიერა 1998 წელს გერმანულ ფრაიბურგში განაგრძო, ხოლო მანამდე კი მცირეხნით ლიუბეკში ასპარეზობდა.
ფრაიბურგში გატარებული 9 წლიანი პერიოდის შემდეგ იაშვილი კარლსრუეს შეუერთდა. 2012-13 წლების სეზონი ბოხუმში გაატარა და შემდეგ ბაქოს ინტერში გამოდიოდა. დინამომდე ბოლო კლუბი კი სამტრედია გამოდგა, სადაც განვილილი სეზონის მეორე ნახევარი გაატარა.