დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ ქობულეთში მე- 19 ტურის მატჩი გამართა. შუქურასა და დინამოს დუბლების მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ქობულეთელებმა სტუმართა კარი პირველ და 45- ე წუთზე აიღეს. დინამოელებმა 50- ე წუთზე კობახიძის გოლით სხვაობა შეამცირეს, თუმცა არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს. თამაზ სამხარაძის გუნდი 19 ტურის შემდეგ დაგროვილი 35 ქულით 2-3 ადგილს იყოფს ლანჩხუთის გურიასთან ერთად.
დინამო დუბლები: კულუა, კირკიტაძე, გადრანი, ჯაფიაშვილი, კაპანაძე, ვეკუა, ნ. ბაშალეიშვილი, კვერნაძე, კობახიძე, ზარია, მიქელთაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ჩაკვეტაძე, ვოლკოვი, ფირცხალავა