• Geo
  • Eng
13.02.2015
დინამომ ახალწვეულები წარადგინა

დღეს დინამოელებმა ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიში გამართეს და სპორტულ მედიას გუნდის ახალწვეულები წარუდგინეს. დინამოში ჩაირიცხნენ:

ლიბორ ჰრდლიჩკა - 29 წლის სლოვაკი მეკარის ბოლო კლუბი უკრაინული ზაპოროჟიეს მეტალურგი გახლდათ. იგი ბრატისლავის ინტერის აღზრდილია. თამაშობდა რუჟომბეროკში, ასევე ჩეხურ ბრნოში. ჰრდლიჩკა 12 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

რენე ფერეირა - 22 წლის ბრაზილიელი მცველი, რომელიც საფეხბურთო კლუბ ზესტაფონში გამოდიოდა. რენე დინამოში 25 ნომრით ითამაშებს.

სტეფან ბუკორა - 24 წლის სერბი ნახევარმცველ, სამშობლოში სერბეთის სუპერლიგის- დონი სრემის ღირსებას იცავდა. სერბის სათამაშო ნომერი იქნება 20.

მანუელ ონვუ  - 27 წლის ესპანელი ფორვარდი წლების მანძილზე პამპლონას ოსასუნას ღირსებას იცავდა. იგი გუნდთან ერთად ესპანეთის ელიტარულ პრიმერა დივიზიონში გამოდიოდა. მიმდინარე სეზონში კი სეგუნდაში ასპარეზობდა. მანუელმა 9 ნომრიანი ფორმა მოირგო.

ვაჟა ტაბატაძე - 24 წლის მცველი ქუთაისის ტორპედოდან, რომელიც 5 ნომრით ითამაშებს.

ვახტანგ ჭანტურიშვილი - 21 წლის ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბ ზესტაფონიდან 77 ნომრიანი ფორმით გამოვა.

ბექა მიქელთაძე - 17 წლის თავდამსხმელი, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონიდან. საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების წევრი. მიქელთაძე 97 ნომრიან ფორმას მოირგებს.

ოთარ კიტეიშვილი - 18 წლის ნახევარმცველი, რომელიც რუსთავის მეტალურგში ასპარეზობდა. საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების წევრი. (მცირე ტრავმის გამო არ იმყოფებოდა ვარჯიშზე). კიტეიშვილი 13 ნომრით ითამაშებს.

დინამოს დაუბრუნდა 22 წლის ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური, რომელიც იჯარით საჩხერის ჩიხურაში თამაშობდა. ჯიღაური 31 ნომრიან ფორმას მოირგებს.

 

დინამო მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპისთვის მზადებას 10 იანვრიდან შეუდგა. ორი კვირის მანძილზე გუნდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ემზადებოდა და ორო სპარინგიც გამართა (სტუ-ნორჩი დინამო 12:0, ვიტ ჯორჯია 1:0). 26 იანვრიდან 10 თებერვლამდე საწვრთნელი შეკრება გუნდმა თურქეთში გაიარა, სადაც 6 ტესტ მატჩი ჩაატარა.

28 იანვარი - შტურმი (გრაცი, ავსტრია)  1:1

30 იანვარი - ვორსკლა (პოლტავა, უკრაინა)  0:1

3 თებერვალი - სპარტა (პრაღა, ჩეხეთი)  1:3

4 თებერვალი - ნასაფი (კარში, უზბეკეთი)  1:0

6 თებერვალი - კორონა (კელცე, პოლონეთი)  2:0

9 თებერვალი - ილიჩევეცი (მარიუპოლი, უკრაინა)  0:0

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024