დინამო თბილისში კიდევ ორი ფეხბურთელი ჩაირიცხა. დედაქალაქური გუნდის ღირსებას 21 წლის შემტევი- ბაჩანა არაბული და 28 წლის მცველი- ზაზა ჭელიძე დაიცავენ. ბაჩანა არაბულის ბოლო კლუბი ცხინვალი გახლდათ, მანამდე კი გორის დილაში და ესპანურ ალკორკონში ასპარეზობდა. ზაზა ჭელიძე ბოლოს ქუთაისის ტორპედოში გამოდიოდა. უთამაშია რუსთავის მეტალურგში, ბრესტის დინამოში, ზესტაფონში და გომელში.