• Geo
  • Eng
18.02.2015
დილა 0:0 დინამო - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გორში დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც თბილისელებმა ადგილობრივ დილასთან უგოლოდ 0:0 ითამაშეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე კახა გოგიჩაიშვილი და უჩა სოსიაშვილი წარდგნენ.

 

კახა გოგიჩაიშვილი: როგორც ყოველთვის ამ გუნდის თამაში დაძაბული ბრძოლით გამოირჩევა. გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა იყო. პირველი თამაში იყო და თან სათასო სპეციფიკიდან გამომდინარე ვფიქრობ გუნდმა ნორმალურად ჩაატარა შეხვედრა. ეს ფრე მისაღები შედეგია და ყველაფერი საპასუხოში გაირკვევა. გორის დილა საკმაოდ კარგი გუნდია.

უჩა სოსიაშვილი: პირველი ტაიმი ჩვენთვის ძალიან რთული გამოდგა. დინამო მთელ მოედანზე ფლობდა უპირატესობას და რამდენჯერმე გოლის გატანაც შეეძლო. მეორე ტაიმში მოვახერხეთ თამაშის გამოსწორება, თუმცა შექმნილი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ვიმედოვნებთ, რომ საპასუხო მატჩს საჩვენოდ დავამთავრებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024