• Geo
  • Eng
18.02.2015
ფრე პირველ სათასო შეხვედრაში

დღეს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის მეოთხედფინალის პირველი მატჩი გაიმართა. გორის დილამ დინამო თბილისს უმასპინძლა.

შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. პირველ 15 წუთში მანუელმა და ირაკლი მოდებაძემ გაცვალეს საკმაოდ სახიფათო დარტყმები. მე- 19 წუთზე თბილისელებმა სახიფათო შეტევა განახორციელეს. მათე ცინცაძის პასის შემდეგ ოთარ კაკაბაძე შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მისი დარტყმული ომარ მიგინეიშვილმა უკუაგდო, დამატებაზე კი ოდნავ არაზუსტად ითამაშა მანუელმა. ეტაპობრივად შეხვედრის მიმდინარეობისას დინამოელთა უპირატესობაც გამოიკვეთა. კაკაბაძემ კიდევ ერთხელ ითამაშა კარგად მარჯვენა ფრთაზე, თუმცა ბოლო პასი არაზუსტი გამოუვიდა. მატჩის 33- ე წუთზე საკმაოდ აქტიურმა საბა ლობჟანიძემ მიიღო ტრავმა და შესაცვლელი შეიქმნა, მის ნაცვლად ვახტანგ ჭანტურიშვილი შევიდა მინდორზე. პირველ ტაიმში გამოსარჩევი სახიფათო მომენტი აღარ შექმნილა.

მეორე ნახევარი გუნდებმა ისევე როგორც პირველი- აქტიურად დაიწყეს. ფეხბურთელები უფრო ხისტად ათამაშდნენ. 71- ე წუთზე მიხეილ გორელიშვილის დარტყმული დინამოს კარის ძელმა მოიგერია. 88- ე წუთზე ვაჟა ტაბატაძის პასის შემდეგ ჭანტურიშვილმა გაუშვა ხელიდან გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა. მისი დარტყმული ზემოდან გადასცდა დილას კარს. მომდევნო შეტევაში ლიბორ ჰრდლიჩკამ გორელიშვილის სახიფათო დარტყმა მოიგერია. საბოლოოდ საინტერესო და დაძაბული მატჩი უგოლოდ 0:0 დასრულდა.

დილა  0:0  დინამო

გაფრთხილება: ჯიღაური 37’  პარუნაშვილი 39’  მოდებაძე 47’  მიგინეიშვილი 65’  თოთაძე 65’ ბუკორაცი 77’  ფალავანდიშვილი 82’ 

დილა: მიგინეიშვილი, ჯაფარიძე, კვახაძე, ბაგაევი, ხურცილავა, ფალავანდიშვილი, გვალია (ერისთავი 87), კვეკვესკირი (ჭეჭელაშვილი 82), გორელიშვილი, თექთურმანიძე (სეთურიძე 46), მოდებაძე

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ჭანტურია, რენე, თოთაძე, ბუკორაცი, ცინცაძე, პარუნაშვილი (ტაბატაძე 76), ლობჟანიძე (ჭანტურიშვილი 36), ჯიღაური, მანუელი (ჩირგაძე 66)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024