• Geo
  • Eng
17.02.2015
დილა-დინამოს გიორგი ვადაჭკორია განსჯის

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 18 თებერვალს გორში ადგილობრივი დილას წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას . ფიფია და სპიცინი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ი. კვირიკაშვილი და გ. კიკაჩეიშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ნინუა შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 22 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატის მეცამეტე ტურში იმსაჯა. დინამო თბილისმა ზუგდიდში ადგილობრივ გუნდს 2:1 აჯობა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ხუთჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 12 დეკემბერს მეორე ლიგაში გამართული- მეტალურგი-2  3:2 მარკ სტარსი გახლავთ. ჩატარებულ პაექრობაში გიორგი ვადაჭკორიამ ფეხბურთელებს ხუთჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია  (8.06.1977)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 129 თამაში / 546 ყვითელი / 24 წითელი / 36 პენალტი

პირველი ლიგა – 8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

მეორე ლიგა – 31 თამაში / 80 ყვითელი / 3 წითელი / 9 პენალტი

საქართველოს თასი – 11 თამაში / 40 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024