დღეს დინამოელებმა სლოვენიურ შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართეს. გია გეგუჩაძემ ჯერ ჯერობით არასრულად შეკრებილი გუნდი მსუბუქად დატვირთა. საღამოს დინამოელები კიდევ ერთ წვრთნას ჩაატარებენ. უახლოესი სპარინგ მატჩი კი 15 ივნისს არის დაგეგმილი, მაკედონურ შკენდიასთან.