• Geo
  • Eng
19.02.2015
ოთარ კაკაბაძე - ბოლომდე თავდადებით ვიბრძოლებთ

გორში ჩატარებული სათასო მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამო გორის დილას უგოლოდ გაეყარა, მატჩის შეფასება ჩვენი გუნდის ახალგაზრდა, 19 წლის მარჯვენა მცველს- ოთარ კაკაბაძეს ვთხოვეთ. მას მომავალ მატჩზეც დავეკითხეთ.

ოთარ კაკაბაძე- გორში ვფიქრობ კარგი თამაში გამოვიდა, დაძაბული და საინტერესო. პირველი შეხვედრის კვალობაზეც თამაშის რიტმი საკმაოდ კარგი იყო. ჩემი აზრით, პირველ ტაიმში ჩვენი ასპარეზობა ზუსტად შეკრებაზე გავლილი მომზადების კვალი იყო. არც მეორე ნახევარში გამოვსულვართ ცუდად, თუმცა ეპიზოდურად მეტი შეცდომა მოგვივიდა. ამაზე გვექნება სამუშაო, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს ხარვეზები. მომდევნო თამაში და შესაბამისად ჩემპიონატის განახლება სამტრედიაში გვიწევს. დეტალურად განვიხილავთ მათ გამოსვლას ბოლო სათასო შეხვედრაში და სათანადოდ მოვემზადებით. რა თქმა უნდა ურთულესი დაპირისპირება გველის. მეტოქე საკუთარ კედლებშია, ხელოვნური მინდორიც არაა ჩვენთვის მიმზიდველი. ერთი კი დაზუსტებით შემიძლია გითხრათ- ფეხბურთელები ბოლომდე თავდადებით ვიბრძოლებთ, მიზანი კი გამარჯვებაა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024