• Geo
  • Eng
22.02.2015
კახა გოგიჩაიშვილმა მატჩი შეაფასა

სამტრედიაში დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ სამტრედია 1:0 დაამარცხა, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

კახა გოგიჩაიშვილი- სამტრედიაში თამაში ყოველთვის რთულია. ეს შეხვედრა განსაკუთრებულად დაძაბული გამოდგა, რადგან ტიტულისთვის ბრძოლაში სამტრედია ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტია. პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით და ერთის გამოყენებაც მოვახერხეთ, მეორე ნახევარში კი შედეგზე თამაში ვამჯობინეთ. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ ვიმარჯვეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამისათვის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024