• Geo
  • Eng
26.02.2015
1 მარტი დინამოს ისტორიაში

კვირას 1 მარტს, საქართველოს ჩემპიონატის მე- 17 ტურში დინამო თბილისი ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15.00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

1 მარტს დინამოს თავის ისტორიაში ხუთი ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. აქედან თბილისელებმა სამში იმარჯვეს, ერთხელ ფრედ ითამაშეს და ერთხელაც დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 7/5 დინამოელთა სასარგებლოდ.

1985 წელს მტკვრისპირელებმა მოსკოველ თანაკლუბელებს უმასპინძლეს და რამაზ შენგელიას დუბლით 2:1 დაამარცხეს მეტოქე. მომდევნო წელს თბილისს კიევის დინამო ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი კუზნეცოვმა გაიტანა საკუთარ კარში.

2005 წელს ჩვენი გუნდი თბილისთან დამარცხდა 0:1. 2008 წელს დინამომ ბოლნისში 2:1 აჯობა ადგილობრივ სიონს. გოლები მერებაშვილმა და ვაწაძემ გაიტანეს ბოლნისელთა კარში. მომდევნო წელს თბილისელებმა იმავე ანგარიშით ზუგდიდის მგლები დაამარცხეს. ზუსტი დარტყმის ავტორები მერებაშვილი და ჯუისი გახდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024