• Geo
  • Eng
31.05.2023
დინამოს მეორე შემადგენლობამ ბოლნისის სიონს 4-2 აჯობა

დღეს დინამოს მეორე შემადგენლობამ ეროვნულ ლიგა 2-ში მე-16 ტურის მატჩი გამართა და ბოლნისის სიონს უმასპინძლა. შეხვედრა განახლებულ მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა და დინამოელთა მიერ ჩემპიონატში მოპოვებული მიჯრით მესამე მოგებით დასრულდა.

 

შეხვედრის მე-13 წუთზე ანგარიში ნიკოლოზ უგრეხელიძემ გახსნა, ტაიმის შუაში კი ანდრია დევდარიანმა წონასწორობა აღადგინა. მატჩის პირველი ნახევრის ბოლოს თემურ გოგნაძის გადაცემის შემდეგ ჯადული იობაშვილმა დინამო ისევ დააწინაურა და შესვენებაზე დედაქალაქლები ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში დინამოელებმა უპირატესობა გაზარდეს. რაულ ბარათელიამ 74-ე წუთზე, ლუკა კუტალაძის გადაცემის შემდეგ ანგარიში 3-1 გახადა, რასაც ათ წუთში ზურაბ სეხნიაშვილის ავტოგოლი მოჰყვა და შეხვედრაში გამარჯვებულის ბედიც ფაქტიურად გადაწყდა. მატჩის ბოლოს გოჩა ცირდავამ ერთი გოლი გაქვითა და დინამომ 4-2 მოიგო.

 

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა საკმაოდ გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა. დინამო-2 სატურნირო ცხრილში დაგროვილი 25 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება და აღსანიშნავია, რომ მეორეზე მყოფ კოლხეთთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შემცირა. მომდევნო მატჩს დედაქალაქელები 4 ივნისს, ხობის კოლხეთთან მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავენ.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024