საქართველოს 17 წლამდე ნაკრები 1-დან 6 ივნისის ჩათვლით რუსთავში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში შეკრებას გაივლის, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანში გაემგზავრება. ჩვენი 17 წლამდელები ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ თანატოლთა ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
შეკრების გასავლელად და ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან გიორგი ჩიტაურმა 10 ფეხბურთელს უხმო:
საბა ტარტარაშვილი, საბა ხარებაშვილი, გიგი გლუნჩაძე, ანდრია ხოროიშვილი, ნიკოლოზ ჩიქოვანი, გიორგი გვასალია, გიორგი გულიაშვილი, ნიკოლოზ ელისაშვილი, ლუკა წულაია და რევაზ დანელია.