დინამო თბილისის კაპიტანმა ნიკა ჭანტურიამ გუშინ ქალაქ შტუტგარდში, თომას ფროლიხის კერძო კლინიკაში წინა ჯვარედინი იოგის აღდგენითი ოპერაცია გაიკეთა. ოპერაცია ასევე მოიცავდა ლატერალური მენისკის და სასახსრე ხრტილის აღდგენას. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. 2 კვირიან აღდგენით ეტაპს ახალგაზრდა მცველი გერმანიაში გაატარებს და შემდეგ დაიწყება რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესი.