• Geo
  • Eng
05.03.2015
დინამო 3:2 ზესტაფონი - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული მე- 18 ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც თბილისელებმა ზესტაფონს 3:2 აჯობეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე გიორგი მიქაძე და კახა გოგიჩაიშვილი წარდგნენ.

გიორგი მიქაძე: ვფიქრობ ძალიან მძიმე და თვალსასეირო თამაში გამოდგა. მატჩი დაძაბულად და ლამაზად წარიმართა. ამ ეტაპზე უნდა ვაღიარო, რომ დინამო ჩვენზე უკეთაა მომზადებული. ამ მოკლე დროში და მძიმე სიტუაციაში რაც ჩვენთან არის, ესეთი თავდადება დასაფასებელია და მადლობა ბიჭებს. დინამოს ვულოცავ გამარჯვებას და პირველ ადგილზე გადასვლას. წარმატებას ვუსურვებ ამ კლუბს.

კახა გოგიჩაიშვილი: ამ გუნდებს შორის თამაში ყოველთვის დაძაბული და განსაკუთრებულია. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა. კარგია რომ მოვიგეთ, მაგრამ ძალიან უკმაყოფილო ვარ ზოგიერთი ფეხბურთელის ქმედებით. უმკაცრესი საუბარი მექნება რამდენიმე მათგანთან. ზესტაფონს წარმატებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ კარგ შედეგებს მიაღწევენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024