სპორტული გამოცემები ლელო და ჩვენი თამაში, ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის 22- ე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ თბილისური გუნდიდან ვახტანგ ჭანტურიშვილი (3) დაასახელა.
ორი ფეხბურთელი გამოარჩია დინამოდან გამოცემამ- ჩვენი თამაში. სიმბოლურში მოხვდნენ: ვახტანგ ჭანტურიშვილი (2) და ოთარ კაკაბაძე. ვახტანგ ჭანტურიშვილი ასევე ტურის ფეხბურთელად დასახელდა.