• Geo
  • Eng
06.03.2015
დუბლებმა 4:0 იმარჯვეს

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიიდ მოედანზე დინამოს დუბლებმა ზესტაფონის სარეზერვო შემადგენლობას უმასპინძლეს. დუბლების ჩემპიონატის მე- 18 ტურის მატჩი თბილისელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. შეხვედრაში უპირატესობა თავიდანვე თამაზ სამხარაძის გუნდმა მოიპოვა და ეს შედეგშიც ასახა. გოლები ზარიას, კობახიძის,ვოლკოვის და ფირცხალავას ანგარიშზეა. ჩვენმა დუბლებმა ამ მოგებით 35 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას დინამოს სარეზერვო გუნდი 15 მარტს ქობულეთის შუქურას დუბლებთან გამართავს.

დინამო დუბლები 4:0 ზესტაფონი დუბლები

გოლი: 1:0 ზარია 20’  2:0 კობახიძე 37’  3:0 ვოლკოვი 69’  4:0 ფირცხალავა 79’

დინამო: კულუა, კაპანაძე, გადრანი, კირკიტაძე, ნემსაძე, ნ. ბაშალეიშვილი (მ. ბაშალეიშვილი 56), ვეკუა, ზარია (ჩაკვეტაძე 68), კვერნაძე (გაბრიჩიძე 74), კობახიძე (ფირცხალავა 63), მიქელთაძე (ვოლკოვი 65)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024