• Geo
  • Eng
06.03.2015
9 მარტი დინამოს ისტორიაში

ორშაბათს 9 მარტს დინამო თბილისი საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩის საპასუხო შეხვედრაში გორის დილას უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის გორში გაიმართა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

9 მარტს დინამოს თავის ისტორიაში 3 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. თბილისელებმა სამივე შემთხვევაში იმარჯვეს და რვა გატანილი გოლის წილ მხოლოდ ერთი მიიღეს საკუთარ კარში.

1986 წელს დინამოელებმა მინსკელ თანაკლუბელებს აჯობეს 2:1. გოლები ბელარუსთა კარში სულაქველიძემ და გაზაევმა გაიტანეს. 2013 წელს დედაქალაქელებმა საქართველოს პირველობის 23- ე ტურში ზუგდიდს უმასპინძლეს. ჩისკოს, ალვაროს და დვალის გოლებით დინამომ 3:0 დაამარცხა ზუგდიდი. 2014 წლის 9 მარტს ქუთაისში, ტორპედომ მიიღო ჩვენი გუნდი. შეხვედრის მიმდინარეობისას პაპუნაშვილმა და მერებაშვილმა ორჯერ აიღეს მასპინძელთა კარი, თუმცა მატჩი ჩაიშალა და დინამოს ტექნიკური გამარჯვება 3:0 ჩაეთვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024