• Geo
  • Eng
10.03.2015
ლაშა თოთაძე ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2015 წელს პირველ ოფიციალურ მატჩს 25 მარტს ჩაატარებს. კახა ცხადაძის კრებული მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მალტას დაუხვდება. ამხანაგური მატჩი 21.00 საათზე გაიმართება. 29 მარტს ჯვაროსნები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს- გერმანიის ნაკრებს მიიღებენ. შეხვედრა დინამო არენაზე 20.00 საათზე დაიწყება. კახა ცხადაძის რჩეულთა შორის დინამოელი ლაშა თოთაძეც გახლავთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024