მარტვილში დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც მერანმა და დინამო თბილისმა ფრედ 1:1 ითამაშეს, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.
კახა გოგიჩაიშვილი: ორივე ტაიმის მანძილზე უპირატესობას ვფლობდით. ერთ-ერთი კარგი მატჩი ჩავატარეთ მეორე წრეში, მაგრამ ისევ ერთი უხეში შეცდომა და დაკარგული ქულები. ფეხბურთელებს ვერ დავუწუნებ მონდომებას და სწრაფვას გამარჯვებისკენ. რაც შეეძლოთ აკეთებდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში არ გვიმართლებდა.