12 აპრილს გამთენიისას ნიკა ჭანტურია გერმანიის ქალაქ- შტუტრაგრდიდან თბილისში დაბრუნდა. დინამოს კაპიტანმა ორი კვირის წინ თომას ფროლიხის კლინიკაში ჯვარედინი იოგის აღდგენითი ოპერაცია გაიკეთა.
ნიკა ჭანტურია: რაც მთავარია ოპერაციამ წარმატებით და გართულებების გარეშე ჩაიარა. 2-3 დღე ტკივილები მაწუხებდა, თუმცა ეს ნორმალური და დამახასიათებელია მსგავსი მკურნალობის დროს. ექიმის თქმით რეაბილიტაციის პროცესი დადებითად და წარმატებულად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი გერმანიაში, ჩემი ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ გავიარე. თბილისში მან სპეციალური პროგრამა გამომატანა, რომლის მიხედვითაც უნდა გავაგრძელო მკურნალობა-რეაბილიტაცია და 3 თვის შემდეგ ხელახლა მომიწევს მასთან შემოწმებაზე მისვლა. მთლიან რეაბილიტაციას კი სავარაუდოდ 6-8 თვე დასჭირდება.
ამ პერიოდის მანძილზე დიდი თანაგრძნობა ვიგრძენი და მინდა მადლობა მოვახსენო ყველას ვინც გვერდში მედგა. განსაკუთრებულად დინამოს ხელმძღვანელობას, რომელმაც უმაღლეს დონეზე უზრუნველყო ჩემი მკურნალობა. გლადიატორებს დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. იმედი მაქვს ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის და მოედანს გაორმაგებული მოტივაციით დავუბრუნდები.