• Geo
  • Eng
15.03.2015
კახა გოგიჩაიშვილმა მატჩი შეაფასა

ჩელე არენაზე დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ შუქურა 1:0 დაამარცხა, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

კახა გოგიჩაიშვილი: მძიმე თამაში ჩავატარეთ. ქობულეთს კარგი გუნდი ჰყავს. ზამთრის პაუზის პერიოდში ლეგიონერებიც დაიმატეს და გუნდი გაძლიერდა. ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, შემიძლია ვთქვა, რომ ბოლომდე დაიხარჯნენ და 3 ქულა ავიღეთ. ქობულეთში მოგება ძალიან ძნელია და დარწმუნებული ვარ არაერთი გუნდი დაკარგავს აქ ქულებს. მადლობა ბიჭებს და ჩვენს გულშემატკივარს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024