საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 5 ივნისიდან შეუდგება.
საქართველო 17 ივნისს ლარნაკაში კვიპროსის ნაკრებს შეხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ გლაზგოში შოტლანდიის ნაკრებს გაეჯიბრება.
ვილი სანიოლიმ ამ მატჩებისთვის დინამოდან ჩვენი გუნდის ვიცე კაპიტანი ჯიმი ტაბიძე მიიწვია.