• Geo
  • Eng
28.05.2023
დასანანი მარცხი

დღეს დინამო არენაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა.

 

ტურის ცენტრალური შეხვედრა სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და პირველ ათ წუთში ორჯერ სახიფათოდაც შეუტიეს თბილისელთა კარს. ამასობაში დედაქალაქელებმაც გამოასწორეს თამაში და მეთოდურად სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს. მეოცე წუთისთვის ბარნს ოსეის შეეძლო ანგარიშის გახსნა, მისი დარტყმული ბურთი კი ზევიდან გადაევლო ბთუმელთა კარის ხარიხას. ცოტახანში უკვე დავით სხირტლაძე აქტიურობდა, მისი დარტყმული ბოლო მომენტში ანტონ ჩიჩკანმა მოიგერია. მატჩის 30-ე წუთზე ბენჟამინ ტეიდი შორი მანძილიდან გაისროლა და სტუმრები დააწინაურა 0-1. მატჩის 35-ე წუთზე დავით კობოურმა მიიღო ტრავმა და მის ნაცვლად მოედანზე ლუკა ლაკვეხელიანი შევიდა. სხირტლაძის კიდევ ერთი დარტყმა ტაიმის ბოლოსკენ და ბურთი ისევ ოდნავ ცდება კარს. გუნდის კაპიტანმა თავისი შანსი მაინც გამოიყენა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში საჯარიმოში იმრანისგან მიიღო გადაცემა და ახლო მანძილიდან ახლო კუთხეში გაუტანა ჩიჩკანს. ტაიმი 1-1 მორჩა.

 

მეორე ნახევარი კოკისპირული წვიმის თანხლებით და მასპინძელთა აქტიურობით განახლდა. ბათუმი კონტრშეტევებზე აქტიურობდა და 61-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ფლამარონმა აჭარელები დააწინაურა 1-2. 75-ე წუთზე თბილისელთა სწრაფი შეტევა და ნიკა მალის დარტყმული ბურთი ბადეს გარედან ხვდება. თბილისის დინამოელებმა უმატეს შეტევებს და კიდევ რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს, მაგრამ ზუსტ დარტყმამდე საქმე არ მისულა და მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

 

მომდევნო შეხვედრას დინამოელები საბურთალოსთან რუსთავში, 1 ივნისს გამართავენ.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024