საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით განაგრძობს მზადებას ელიტ რაუნდისთვის. ნაკრები 24-26 აპრილს თბილისში გავლის შეკრებას. ახალგაზრდა ჯვაროსნები 28 და 30 აპრილს უკრაინის 19 წლამდელთა ნაკრებთან ჩაატარებენ ორ ამხანაგურ შეხვედრას. შეკრებაზე და თამაშებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან ზურა ჯაფიაშვილია მიწვეული.