• Geo
  • Eng
19.03.2015
22 მარტი დინამოს ისტორიაში

კვირას 22 მარტს დინამო თბილისი საქართველოს პირველობის 21- ე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენი გუნდის მეტოქე ფოთის კოლხეთი იქნება. შეხვედრა ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15.00 საათზე დაიწყება.

22 მარტს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 7 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. თბილისელებმა 5 შეხვედრაში იმარჯვეს, ერთხელ ფრედ ითამაშეს და ერთხელაც დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 14/5 დინამოს სასარგებლოდ.

1984 წელს თბილისელ და მოსკოველ თანაკლუბელთა მატჩი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 1987 წელს დინამო მოსკოვის ტორპედომ დაამარცხა მინიმალური ანგარიშით 1:0.

1995 წელს დედაქალაქელებმა 4:2 აჯობეს ქუთაისის ტორპედოს. ანჩაბაძემ და ჯამარაულმა ორ-ორი გოლი გაიტანეს ტორპედოს კარში. 1996 წელს დინამომ 4:0 დაამარცხა ჩვენი მომავალი მეტოქე- ფოთის კოლხეთი. იაშვილის დუბლს თითო ბურთი ყიზილაშვილმა და ანჩაბაძემ მიამატეს. 2001 წელს ზირაქიშვილის და მიკუჩაძის გოლებით თბილისელებმა რუსთავის გორდა დაამარცხეს. მომდევნო სეზონში ჩვენმა გუნდმა 2:0 მოუგო ლანჩხუთის გურიას. თავის გამოჩენა ამისულაშვილმა და დარასელიამ მოახერხეს. 2008 წელს ცხინვალის სპარტაკთან დუელი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. 2:1 მოგებულ შეხვედრაში დუბლი ვაწაძემ გაახერხა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024