• Geo
  • Eng
18.03.2015
დინამო 2:0 მეტალურგი - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული მეოცე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც თბილისელებმა რუსთავის მეტალურგს 2:0 აჯობეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე ვარლამ კილასონია და კახა გოგიჩაიშვილი წარდგნენ.

 

ვარლამ კილასონია:  მივულოცავ კახას გამარჯვებას. შეხვედრა ძალიან პასიურად დავიწყეთ, შესაბამისად დავისაჯეთ და პირველივე ტაიმში მივიღეთ ორი ბურთი. მერე ვეცადეთ გარდატეხის შეტანას, თუმცა დინამო დღეს ჩვენზე ძლიერი გუნდია. ჩემი ბიჭების სასაყვედურო არაფერი მაქვს, რადგან მონდომება და თავდადება ნამდვილად არ აკლიათ, უბრალოდ კლასი არ გვაქვს შესაბამისი.

კახა გოგიჩაიშვილი: პირველ რიგში იმედს გამოვთქვამ, რომ რუსთავის მეტალურგში ყველაფერი დარეგულირდება. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას- ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია, ამ დაძაბული ჩემპიონატიდან გამომდინარე. თავიდან აქტიურად დავიწყეთ და გოლებიც გვიტანეთ. მთლიანობაში კარგია, რომ მოვიგეთ და სამი ქულა ავიღეთ. პრინციპული თამაში გვაქვს კოლხეთთან და სათანადოდ უნდა მოვემზადოთ ამ შეხვედრისთვის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024