• Geo
  • Eng
22.03.2015
ფრე კოლხეთთან

დღეს ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს პირველობის 21- ე ტურის შეხვედრა გაიმართა. ფოთის კოლხეთმა დინამო თბილისს უმასპინძლა. დაძაბული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მატჩის დებიუტში, მეორე წუთზე ჩირგაძეს შეექმნა მომენტი, მაგრამ მისი თავური არაზუსტი აღმოჩნდა. შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად განაგრძო. ტაიმის შუაწელში ფოთელებმა მეტოქის კართან რამოდენიმე უშედეგო შეტევა განახორციელეს. მთლიანობაში პირველი ტაიმი ორთაბრძოლაში და მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა.

შესვენების შემდეგ დინამო საკმაოდ გააქტიურდა. გიორგი ჩირგაძემ და საბა ლობჟანიძემ გაამწვავეს თამაში. მათ არც ფოთელი ფეხბურთელები ჩამორჩნენ, თუმცა რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე არ მისულა. შეხვედრის ბოლოსკენ გიორგი გველესიანმა შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა, ბურთი კი ცხრიანიდან კუთხურზე კოკა სეფიაშვილმა მოიგერია. საბოლოოდ დაპირისპირება 0:0 დასრულდა.

კოლხეთი  0:0  დინამო

კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, თ. კაკულია, გოგონაია, გურეშიძე, გიგაური (ბარამიძე 87), სიჭინავა (ქორჩილავა 82), ჯიქია (შენგელია 81)

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, გველესიანი, რენე, თოთაძე, ცინცაძე, ჯანელიძე, კიტეიშვილი (შერგელაშვილი 82), ჩირგაძე, პარუნაშვილი (ჯიღაური 66), ლობჟანიძე (ჭანტურიშვილი 60)

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024