• Geo
  • Eng
22.03.2015
კოლხეთი vs დინამო - მატჩამდე

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 21- ე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 15.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

სკ ფოთის კოლხეთი 1913 წელს დაარსდა და 1978 წლამდე გუნდი- კოლხიდას სახელით ასპარეზობდა. საშინაო შეხვედრებს გუნდი ფაზისის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 7500 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდის ფერები ცისფერ-თეთრშია გადაწყვეტილი. კოლხეთმა 1978 და 1988 წლებში მოიგო საქართველოს რეგიონალური ჩემპიონატი. კოლხეთი-1913-ის სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გათამაშების (1990) გახსნით მატჩში, თბილისის იბერიას წინააღმდეგ. საუკეთესო შედეგი საქართველოს უმაღლეს ლიგაში კოლხეთს 1993-1994 და 1996-1997 წლებში ჰქონდა, როდესაც გუნდმა მე-2 ადგილი დაიკავა. მესამეზე გავიდა გუნდი 1994-1995, 1995-1996 და 1997-1998 სეზონებში. წინა სეზონში კოლხეთმა პირველ ლიგაში (A ზონა) მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

 

 

მწვრთნელი და კოლხეთი

2013 წლის ივლისიდან ფოთის კოლხეთის მთავარ მწვრთნელად ზაზა ინაშვილი მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გასრულებულ სეზონში პირველი ლიგის A ზონაში მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მიმდინარე ჩემპიონატში მისი გუნდი 20 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 21 ქულით, სატურნირო ცხრილში მე- 13 ადგილს იკავებს.

 

 

დინამომდე

ზამთრის პაუზის შემდეგ გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში პირველად ქუთაისის ტორპედოსთან ითამაშა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ამას მოჰყვა მარცხი 0:2 ბათუმის დინამოსთან. შემდეგ იყო იმავე ანგარიშით გამარჯვება ზუგდიდთან და მარცხი 0:1 გურიასგან. ბოლო შეხვედრაში კოლხეთი საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა დიდი ანგარიშით 1:5.

 

 

დინამო vs კოლხეთი – ურთიერთშეხვედრები

გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 52 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 35 შემთხვევაში იმარჯვეს, 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 117/37 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე უხვგოლიანი და ასევე ყველაზე დიდი სხვაობით მოპოვებული გამარჯვება-  ანგარიშით 6:1, 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც 2014 წლის 21 სექტემბერს თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. იმ შეხვედრაში გოლები ნიკოლოზ საბანაძემ და გიორგი ჩირგაძემ გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო კოლხეთის ფეხბურთელი- ლევან კაკულია დააკლდება.

 

 

კოლხეთი vs დინამო -  მსაჯი

ჩვენი გუნდის შეხვედრას ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ– არსენ ნონიკაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას . უკლება და . გაბისონია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ბ. ნინუა და შ. ქუხილავა. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი . ტუღუში შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით არსენ ნონიკაშვილმა ბოლოს 2014 წლის 18 ოქტომბერს იმსაჯა. დინამო თბილისმა მცხეთაში ვიტ ჯორჯია 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში არსენ ნონიკაშვილმა სამი ფეხბურთელი გააფრთხილა.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც არსენ ნონიკაშვილმა იმსაჯა 18 მარტს უმაღლეს ლიგაში გამართული სიონი 1:3 შუქურა გახლავთ. აღნიშნულ მატჩში ნონიკაშვილმა ფეხბურთელებს ოთხჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, არსენ ნონიკაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 არსენ ნონიკაშვილი (26.05.1975)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 60 თამაში / 213 ყვითელი / 12 წითელი / 15 პენალტი

პირველი ლიგა  22 თამაში / 86 ყვითელი / 5 წითელი / 10 პენალტი

მეორე ლიგა  4 თამაში / 10 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი  8 თამაში / 37 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

ვირსლიგა  1 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

 

 

კოლხეთის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ფოთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

სეფიაშვილი - ქორჩილავა, კილასონია, ჩაკვეტაძე, თევზაძე - ლემონჯავა, გოგონაია, გურეშიძე, გიგაური - სიჭინავა, ჯიქია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024