• Geo
  • Eng
28.04.2015
კახა გოგიჩაიშვილმა მატჩი შეაფასა

ცხინვალთან დასრულებული ნახევარფინალის შემდეგ, რომელშიც დინამომ მინიმალური ანგარიშით დათმო შეხვედრა მასპინძლებთან და ფინალის საგზური მიიღო, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა- კახა გოგიჩაიშვილმა მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

კახა გოგიჩაიშვილი: დღეს ჩვენთვის მთავარი ფინალში გასვლა იყო. პირველი მატჩი 2:0 გვქონდა მოგებული და ორიენტირი მთლიანად შედეგზე გავაკეთეთ. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მივიღეთ ალოგიკური გოლი, რომელიც მარტივ შეცდომას მოჰყვა. მეორე ტაიმში უფრო უკეთ ვითამაშეთ, მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მთავარია გავედით ფინალში და შევეცდებით სეზონი წარმატებით დავასრულოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024