• Geo
  • Eng
26.03.2015
ახალგაზრდულის გამარჯვება ლობჟანიძის გოლებით

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება. ალექსანდრე ჩივაძის გუნდი შეკრებაზე თურქეთში იმყოფება და იქვე გამართა პირველი ამხანაგური მატჩი. 21 წლამდე ჯვაროსნების მეტოქე უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები გახლდათ. შეხვედრა ქართველების გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ორივე გოლი კი უკრაინელთა კარში დინამოელმა საბა ლობჟანიძემ გაიტანა. დინამოელებიდან შეხვედრაში ასევე ოთარ კაკაბაძემ, მათე ცინცაძემ და გიორგი პაპუნაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

რიგაში მიმდინარე ფედერაციის თასის ტურნირზე კი საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით 1:3 დამარცხდა უკრაინელ თანატოლებთან. დაპირისპირებაში დინამოელებმაც მიიღეს მონაწილეობა. ლევან ისიანი, ვახტანგ კაპანაძე, ლუკა გადრანი, ნიკა ბაშალეიშვილი და ბექა მიქელთაძე იცავდნენ ჯვაროსნების ღირსებას. ერთადერთი გოლი ბექა მიქელთაძის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024