• Geo
  • Eng
31.03.2015
დუბლებმა ფოთში ფრედ ითამაშეს

დღეს ფოთში ცენტრალურ სტადიონზე დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის გადადებული მატჩი გაიმართა. კოლხეთის დუბლებმა დინამოს სარეზერვო შემადგენლობას უმასპინძლა. საინტერესო და დაძაბული მატჩი უგოლოდ 0:0 დასრულდა. სათამაშო უპირატესობას თამაზ სამხარაძის გუნდი ფლობდა, თუმცა დედაქალაქელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმის დებიუტში კობახიძემ მიიღო მეორე ყვითელი ბარათი და სტუმრებმა დარჩენილი დრო კაცნაკლულებმა ჩაატარეს. ბოლო წუთებზე დინამოელებს მაინც შეეძლოთ გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ვეკუას მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო მასპინძელთა მეკარემ მოიგერია. დუბლები მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს გორის დილას სარეზერვო გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.

კოლხეთი დუბლები  0:0 დინამო დუბლები

დინამო დუბლები: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ვეკუა, ნ. ბაშალეიშვილი, კობახიძე, კვერნაძე, ჩაკვეტაძე (ბუღრიძე 60), ზარია (ფირცხალავა 75)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024