• Geo
  • Eng
01.04.2015
დინამო VS დილა - ურთიერთშეხვედრები

პარასკევს, 3 აპრილს საქართველოს XXVI ჩემპიონატის 22- ე ტურის შეხვედრაში, დინამო თბილისი გორის დილას მიიღებს. მატჩი დინამო არენაზე გაიმარტება და 17.00 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, დაპირისპირების პირდაპირ ეთერს და ტექსტურ რეპორტაჟს ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.

ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 52–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 10 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და 1 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 141/24 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. V ჩემპიონატის მეთხუთმეთე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ–სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა– 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ–ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0 . ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ხუთი მატჩი უგოლოდ, ხოლო ორ-ორი შეხვედრა კი ანგარიშით 2:2 და 1:1 დასრულდა.

უკანასკნელად საქართველოს ჩემპიონატში დინამო თბილისი გორის დილას 2014 წლის 26 სექტემბერს დაუპირისპირდა. მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და საყაიმო ანგარიშით- 0:0 დასრულდა.

ცოტახნის წინ ეს გუნდები ერთმანეთს საქართველოს თასის მეოთხედფინალშიც დაუპირისპირდნენ. 18 თებერვალს გორში ჩატარებული თამაში უგოლოდ გასრულდა, ხოლო 9 მარტს საპასუხო შეხვედრაში დინამომ ოთარ კაკაბაძის გოლით 1:0 იმარჯვა და ნახევარფინალის საგზურიც მიიღო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024