• Geo
  • Eng
03.04.2015
დინამო 2:2 დილა - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული 22- ე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც თბილისელებმა გორის დილასთან 2:2 ითამაშეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე უჩა სოსიაშვილი და კახა გოგიჩაიშვილი წარდგნენ.

უჩა სოსიაშვილი: აღვნიშნავ, რომ სანახაობრივი და კარგი თამაში შედგა. გოლებით და სახიფათო მომენტებით დატვირთული. ვცდილობდით მეტოქის ნახევარზე გვეთამაშა. პირველი 20 წუთი გამოგვდიოდა ეს სქემა, მაგრამ ზოგადად ქართული ფეხბურთის პრობლემამ ჩვენს გუნდსაც შეაწუხა. გატანილი გოლის შემდეგ ფეხბურთელებმა უკან დაიხიეს და სამწუხაროდ გოლიც მივიღეთ. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგემ ჩვენი სუსტი წერტილები კარგათ გაშიფრა. ტაქტიკაც შევცვალე  მაგრამ გოლი მივიღეთ, თუმცა შეცვლამ, რომელიც გავაკეთეთ გაგვიმართლა და ვფიქრობ ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურებში გაირკვევა.

კახა გოგიჩაიშვილი: დაძაბული და სანახაობრივი თამაში გამოვიდა. სამწუხაროა, რომ ის გოლები, რაც მივიღეთ მთლიანად ჩვენი შეცდომების და მომენტებში კონცენტრაციის დაკარგვის ბრალია. ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრაში ჩვენ 2 ქულა დავკარგეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024