დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-17 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო 2-მა ხობის კოლხეთს უმასპინძლა.
მატჩი თბილისელებმა აქტიურად დაიწყესდა და მე-17 წუთზე ალექსანდრე ფეიქრიშვილის დუბლით 2-0 დაწინაურდნენ. დავით გოცირიძემ 31-ე წუთზე სამამდე გაზარდა დინამოელთა უპირატესობა და და ტაიმიც 3-0 მორჩა. მეორე ნახევრის დებიუტში დავით იონანიძემ ერთი გოლი გაქვითა, თუმცა სტუმრებს მეტი აღარ გაუტანიათ. მატჩის 73-ე წუთზე ნიკა ქოქოსაძემ ზუსტად შეასრულა პენალტი და საბოლოო ანგარიში 4-1 დააფიქსირა.
დინამომ ამ მოგებით 28 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილამდე აღზევდა. მეორე ადგილოსან ფოთის კოლხეთთან კი 3 ქულაა სხვაობა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 ივნისს მარტვილში, ადგილობრივ მერანთან გამართავს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი