ნიუ ვიჟენის საფეხბურთო მოედანზე დასრულდა 8 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი მომავლის თასი 2023.
თასის გათამაშებაში დინამო ორი გუნდით მონაწილეობს - დინამოს აკადემია და დინამოს სკოლა. მწვრთნელი ლევან ბოჯგუა, ასისტენტი ჯაბა გოგოლაძე.
ტურნირის მეოთხედფინალში დინამოელებმა მთვარის გლობუსს 8-1 აჯობეს, ნახევარფინალში კი ინტერი მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში 2-1 დაამარცხეს. მატჩის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანთა სერიაში კი დინამოელთა მეკარემ ხუთი დარტყმა მოიგერია. გადამწყვეტ შეხვედრაში დინამოს მეტოქეობა გრანდმა გაუწია. ლურჯ-თეთრებმა არც ფინალში დატოვეს კითხვის ნიშნები და მეტოქეს 4-1 მოუგეს. ანდრია ცქვიტაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლიც ნიკა ნამგალაძის და სანდრო მარტოლეკის ანგარიშზეა.
დინამოელებმა ოქროს მედლების გარდა ინდივიდუალური პრიზებიც მოიპოვეს. გათამაშების საუკეტესო მეკარე დაჩი ქვილითაია გახდა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ანდრია ცქვიტაიას გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ დინამოს აკადემიამ ჯგუფურ ეტაპზე 5-1 დაამარცხა გრანდი, 5-2 მოუგო სელეროს და 12-0 დაჯაბნა ლოკომოტივი 2. დინამოს სკოლა დიღომს დაუზავდა 1-1, ფრედ 4-4 ითამაშა გორდასთან და 2-3 დამარცხდა ინტერთან.
აქვე გაგაცნობთ ლურჯ-თეთრების შემადგენლობას:
დინამოს აკადემია: დაჩი ქვილითაია, ნიკა ლაბარტყავა, დემეტრე რიჟამაძე, ლაზარე ჯანელიძე, გაბრიელ ებრალიძე, ნიკა ნამგალაძე, გეგი ბასილაძე, შიო გოგიჩაიშვილი, სანდრო მიქაუტაძე, გიო ზექალაშვილი, როინ რუხაია, მათე ჟვანია, სანდრო მარტოლეკი და ანდრია ცქვიტაია.
დინამო სკოლა: საბა შუბითიძე, გიო შამუგია, ნიკა ჯანაშია, ანდრია ბაინდუროვი, ჯაბა ხუციშვილი, გაბრიელ წოწორია, ნიკა გაბრიჭიძე, გაბრიელ თვაური, ლუკა პაპინაშვილი, დათო ლაცუზბაია, დემეტრე მეტრეველი, დემეტრე აბრამიშვილი, ნიკა ჯოლოგუა და გიორგი ჩადუნელი.