• Geo
  • Eng
31.05.2023
8 წლამდე დინამო მომავლის თასზე

ნიუ ვიჟენის საფეხბურთო მოედანზე სტარტი აიღო 8 წლამდე ფეხბურთელთა ტურნირმა მომავლის თასი 2023.

 

თასის გათამაშებაში დინამო ორი გუნდით მონაწილეობს - დინამოს აკადემია და დინამოს სკოლა. მწვრთნელი ლევან ბოჯგუა, ასისტენტი ჯაბა გოგოლაძე.

 

დინამოს აკადემიამ ჯგუფურ ეტაპზე 5-1 დაამარცხა გრანდი, 5-2 მოუგო სელეროს და 12-0 დაჯაბნა ლოკომოტივი 2. ხვალ პატარა დინამოელები ტურნირის მეოთხედფინალში მთვარის გლობუსს შეხვდებიან. დინამოს სკოლა დიღომს დაუზავდა 1-1, ფრედ 4-4 ითამაშა გორდასთან და 2-3 დამარცხდა ინტერთან.

 

აქვე გაგაცნობთ ლურჯ-თეთრების შემადგენლობას:

 

დინამოს აკადემია: დაჩი ქვილითაია, ნიკა ლაბარტყავა, დემეტრე რიჟამაძე, ლაზარე ჯანელიძე, გაბრიელ ებრალიძე, ნიკა ნამგალაძე, გეგი ბასილაძე, შიო გოგიჩაიშვილი, სანდრო მიქაუტაძე, გიო ზექალაშვილი, როინ რუხაია, მათე ჟვანია, სანდრო მარტოლეკი და ანდრია ცქვიტაია.

 

დინამო სკოლა: საბა შუბითიძე, გიო შამუგია, ნიკა ჯანაშია, ანდრია ბაინდუროვი, ჯაბა ხუციშვილი, გაბრიელ წოწორია, ნიკა გაბრიჭიძე, გაბრიელ თვაური, ლუკა პაპინაშვილი, დათო ლაცუზბაია, დემეტრე მეტრეველი, დემეტრე აბრამიშვილი, ნიკა ჯოლოგუა და გიორგი ჩადუნელი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024