• Geo
  • Eng
07.04.2015
დინამო 2:0 ცხინვალი - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული სათასო ნახევარფინალის შემდეგ, რომელშიც თბილისელებმა ცხინვალს 2:0 აჯობეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე კახა კაჭარავა და კახა გოგიჩაიშვილი წარდგნენ.

კახა კაჭარავა: საინტერესო თამაში გამოვიდა. იყო ეპიზოდები, როცა დინამო გვჯობდა. ცუდი იყო, რომ დასკვნით ეპიზოდში ჩვენ არ გამოგვდიოდა არაფერი. ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები გვაკლდა. მეკარემ გადაგვარჩინა რამდენიმე მომენტში. დინამოს ვულოცავ გამარჯვებას. ვნახოთ, ალბათ შემდეგ შეხვედრას სხვანაირად ჩავატარებთ.

კახა გოგიჩაიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ დღეს გავიმარჯვეთ და გოლი არ გავუშვით. აქცენტი თავიდანვე გავაკეთეთ კარის მშრალად შენახვაზე. გუნდმა კარგად ითამაშა დაცვაში და სასურველი შედეგიც მივიღეთ. ყველაფერი მომავალ შეხვედრაში გაირკვევა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024