• Geo
  • Eng
09.04.2015
დინამო VS მერანი - ურთიერთშეხვედრები

11 აპრილს ეროვნული ჩემპიონატის 23- ე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი მარტვილში, ადგილობრივი მერანის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 16.00 საათზე დაიწყება.

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 9- ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა გუნდმა 9 თამაშიდან 6 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 21/9 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანის პირველი დაპირისპირება 2011 წლის 25 სექტემბერს შედგა. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართული პაექრობა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით- 2:1 დასრულდა. მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს.

დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 2014 წლის 5 ოქტომბერს თბილისში გაიმართა. მე- 8 ტურის მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024