• Geo
  • Eng
08.04.2015
დუბლებმა მარტვილიდან სამი ქულა წამოიღეს

დღეს დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის 23- ე ტურის მატჩები ჩატარდა. დინამოს სარეზერვო შემადგენლობა მარტვილში, მერანის დუბლებს დაუპირისპირდა. შეხვედრა მთლიანად თამაზ სამხარაძის გუნდის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მისივე გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა. ანგარიში მე- 40 წუთზე მიქელთაძემ გახსნა. 52- ე წუთზე ბექამ დუბლი გაიფორმა 2:0. შეხვედრის დასრულებას ათი წუთი აკლდა, როდესაც კობახიძემ მესამედ აიღო მასპინძელთა კარი. 89- ე წუთზე კი ფირცხალავამ საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა.

შემდეგ შეხვედრას დინამოს სარეზერვო შემადგენლობა 17 აპრილს ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავს.

მერანი დუბლები  0:4  დინამო დუბლები

დინამო დუბლები: ისიანი, კაპანაძე, გადრანი, ლოჩოშვილი, ნემსაძე, კობახიძე, ვეკუა, ნ. ბაშალეიშვილი, კვერნაძე, ზარია, მიქელთაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ყურაშვილი, ჩაჩუა, ბუღრიძე, ფირცხალავა, კობოური

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024