• Geo
  • Eng
10.04.2015
11 აპრილი დინამოს ისტორიაში

შაბათს 11 აპრილს, თბილისელები ეროვნული პირველობის 23- ე ტურის მატჩს მერანის წანააღმდეგ გამართავენ. დაპირისპირება მარტვილში, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16.00 საათზე დაიწყება.

 

11 აპრილს თავის ისტორიაში დინამომ 5 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. აქედან სამჯერ დედაქალაქელებმა იმარჯვეს, ერთხელ ფრე დაფიქსირდა და ერთხელაც მეტოქემ გვაჯობა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 7/3 დინამოს სასარგებლოდ.

 

1957 წელს მოსკოვის ცსკა- თან შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გოლები მოსკოველთა კარში შოთა იამანიძემ და ბადრი ხასაიამ გაიტანეს. 1964 წელს თავის ტრიუმფალურ სეზონში დინამოელებმა შოთა იამანიძისა და სიომა ბარქაიას გოლებით 2:0 მოუგეს გორკის ვოლგას. 1979 წელს კიეველ თანაკლუბელებთან დაპირისპირება ფრედ 1:1 მორჩა. გოლი ვლადიმერ გუცაევის ანგარიშზეა.

 

1998 წელს თბილისელებმა ბათუმს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. ლევან ხომერიკმა და ლადო ბურდულმა აიღეს ზღვისპირელთა კარი. 2011 წელს ჩვენი გუნდი ზესტაფონთან დამარცხდა მინიმალური ანგარიშით 0:1.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024