• Geo
  • Eng
06.07.2015
გაბალა – დინამოს ამორი დელერიუ განსჯის

უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი აზერბაიჯანში გაბალას წინააღმდეგ გამართავს, ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 38 წლის- ამორი დელერიუ იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას- ლორან სტიენი და  მიშელ ანონიე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- სებასტიენ მორეირა შეასრულებს. უეფას დელეგატი, რუსეთიდან- ლეონიდ კალოშინი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელია, ინგლისელი- პიტერ ჯოუნსი.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ამორი დელერიუმ იმსაჯა 1 ივნისს, მსოფლიოს ახალგაზრდულ ფესტივალზე გამართული მაროკოსა და კოტ დ’ივუარის 22 წლამდელ ნაკრებთა დაპირისპირებაა, რომელიც 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩში არბიტრმა ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ამორი დელერიუს მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ამორი დელერიუ (38 წლის)

===========================================

ლიგა 1 -  51 თამაში / 157 ყვითელი / 8 წითელი / 7 პენალტი

ლიგის თასი - 9 თამაში / 41 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საფრანგეთის თასი - 9 თამაში / 43 ყვითელი / 4 წითელი / 1 პენალტი

უეფა ახალგაზრდული ჩემპ. ლიგა - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

მსოფლიოს ახალ. ფესტივალი - 1 თამაში / 2 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024