• Geo
  • Eng
17.04.2015
დინამო vs ვიტ ჯორჯია - ურთიერთშეხვედრები

უმაღლესი ლიგის 24- ე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი თბილისში, დინამო არენაზე- ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი კვირას 19 აპრილს გაიმართება და 16.00 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

ამ გუნდებს შორის ჩატარებული შეხვედრები ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და პრინციპულობით, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს (შეიძლება ითქვას, რომ ვიტ ჯორჯია დინამოსთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა). 50 ჩატარებულ შეხვედრაში 19 მატჩი დინამომ მოიგო, 12 შემთხვევაში იმარჯვა ვიტ ჯორჯიამ და 19 თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდა. ბურთების შეფარდება დინამოს სასარგებლოდ არის- 61/40. აღსანიშნავია, რომ 10 შემთხვევაში უგოლო ფრე დაფიქსირდა, 1:0 კი ყველაზე პოპულარული ანგარიშია. ამ შედეგით 13 მატჩი დასრულდა. ოთხბურთიანი სხვაობით დინამომ 2000 წლის 25 ნოემბერს იმარჯვა. მეთორმეტე ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში ჩატარებული მატჩი ჩვენმა გუნდმა ოთხი უპასუხო ბურთით მოიგო. დიდი სხვაობით, კი დინამო 2001 წლის 17 ნოემბერს, მეცამეტე ჩემპიონატის მეთექვსმეტე სათამაშო დღეს საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

უკანასკნელი მატჩი, რომელიც დინამოსა და ვიტ ჯორჯიას შორის 18 ოქტომბერს მცხეთა პარკზე გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. გამარჯვების გოლი 36- ე წუთზე ჩისკო მუნიოსმა გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024