• Geo
  • Eng
14.04.2015
ჭაბუკთა ნაკრებმა ბაქოს ტურნირზე იასპარეზა

საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრებმა (რომელიც მომავალი სეზონიდან 17 წლამდელთა შესარჩევში მიიღებს მონაწილეობას) გოჩა ავსაჯანიშვილის ხელმძღვანელობით 10-14 აპრილს ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ჭაბუკი ჯვაროსნები პირველ შეხვედრაში ბერძენ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 2:0 აჯობეს მეტოქეს. შემდეგ მინიმალური ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ მასპინძლებთან და ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოუგო ყაზახეთის ნაკრებს. საბოლოოდ ჯვაროსნებმა მეორე ადგილი დაიკავეს.

ჭაბუკთა ნაკრებში დინამოდან 9 ფეხბურთელი იყო მიწვეული: ლუკა გუგეშაშვილი, ლევან ხარაბაძე, დავით კიკალიშვილი, გიორგი კუცია, გოგა ლურსმანაშვილი, თამაზ ბაბუნაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, თორნიკე კოკაია და ლუკა სილაგაძე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024