ლანჩხუთში დუბლების ჩემპიონატის 29- ე ტურის შეხვედრაში დინამოს სარეზერვო შემადგენლობა გურიას დუბლებს დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ლანჩხუთელებმა თავიდან მოიპოვეს უპირატესობა და 3 გოლი გაუტანეს სტუმრებს. შემდეგ დინამოელები შეეცადნენ ანგარიშის შემობრუნებას, თუმცა მხოლოდ 2- ჯერ აიღეს გურიას კარი. დუბლი კვერნაძემ შეასრულა. ბოლო ტურის შეხვედრას თამაზ სამხარაძის გუნდი 23 მაისს დინამოს აკადემიის მოედანზე საჩხერის ჩიხურას დუბლების წინააღმდეგ გამართავს.
გურია დუბლები 3:2 დინამო დუბლები
დინამო დუბლები: ისიანი, კირკიტაძე (გაბრიჩიძე 57), გადრანი, ლოჩოშვილი, ნემსაძე, ნ. ბაშალეიშვილი, მ. ბაშალეიშვილი (კვერნაძე 57), ვეკუა (კობოური 57), კობახიძე, ზარია, მიქელთაძე (ჩაკვეტაძე 57)