20 მაისს, 14:00 საათზე დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში მოხდება კლუბის ახალი მწვრთნელის- გია გეგუჩაძის წარდგენა. ჟურნალისტთა კითხვებს გია გეგუჩაძე და დინამოს პრეზიდენტი, ბატონი- რომან ფიფია უპასუხებენ.
გია გეგუჩაძე დინამოს 2004-05 წლებში წვრთნიდა. უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კარაკოვის ვისლას დამარცხების შემდეგ კლუბთან ერთად უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხა და ამით დინამო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა შესძლო.
ბოლოს გია გეგუჩაძე 2013-14 წლებში ზესტაფონს წვრთნიდა, სადაც გუნდი რატკო დოსტანიჩის წარუამატებელი სტარტის შემდეგ ჩაიბარა და საბოლოოდ ზესტაფონელებმა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულეს.