• Geo
  • Eng
19.04.2015
დინამო 3:0 ვიტ ჯორჯია - მატჩის მიმოხილვა

დინამო არენაზე საქართველოს 26- ე პირველობის 24- ე ტურის მატჩი გაიმარტა. დინამო თბილისმა ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა და სამი უპასუხო ბურთით დაამარცხა მეტოქე. ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის უშეღავათო ბრძოლით გამოირჩეოდა, თუმცა დღეს გუნდებს რადიკალურად განსხვავებული ამოცანები აქვთ გადასაჭრელი. დინამოელები მე- 16 ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვიან, ხოლო მათი ოპონენტი კი უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. დინამომ არაერთი საგოლე მომენტი შექმნა შეხვედრაში, მაგრამ მათგან მხოლოდ სამის რეალიზება მოახერხა. დინამო TV აღნიშნული მატჩის ვიდეო სიუჟეტს გთავაზობთ.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024