• Geo
  • Eng
19.04.2015
დინამო 3:0 ვიტ ჯორჯია - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე დასრულებული 24- ე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამოელებმა ვიტ ჯორჯიას 3:0 აჯობეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე თენგიზ კობიაშვილი და კახა გოგიჩაიშვილი წარდგნენ.

თენგიზ კობიაშვილი: დღეს ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ნახევარში ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ. გუნდმა არერთი შეცდომა დაუშვა დაცვაში. მეორე ტაიმში უკეთ ვიასპარეზეთ, თუმცა ფაქტია წავაგეთ, მაგრამ ეს კატასტროფა არ არის. დღეს ჩვენს გუნდს სხვა მიზნები და მოთხოვნები აქვს.

კახა გოგიჩაიშვილი: დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო და ეს ფეხბურთელებმა კარგად იცოდნენ. პირველ ნახევარში უფრო უკეთ გამოვიყურებოდით. სამწუხაროდ ისევ გვაქვს პრობლემა მომენტების რეალიზებასთან, ბევრი საგოლე სიტუაცია ვერ გამოვიყენეთ. მაინც მთავარია გამარჯვება მოვიპოვეთ. ვიტ ჯორჯია საკამოდ ახალგაზრდული გუნდია და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024